ირლანდიის ელჩის, მარტინა ფინის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

9 სექტემბერი 2021

7 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს საქართველოში ირლანდიის ახლადდანიშნული ელჩი, მარტინა ფინი ესტუმრა. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ირლანდიის უმაღლეს სასწავლებლებთან კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. ასევე, საქართველო-ირლანდიის  ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებით განათლების სფეროში.