11 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის “სამართლიანი არჩევნები”-ს მიერ დაიწყო სასერტიფიკატო კურსი - “დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული ნარატივები სოციალურ მედიაში”.
კურსი შედგება 5 შეხვედრისაგან, რომელზეც განხილული იქნება შემდეგი თემები: სოცქსელების გამოყენება პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, საინფორმაციო მანიპულაციები საქართველოში, რუსული პროპაგანდა და პროპაგანდასთან ბრძოლის გზები.
სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ზოგად ცოდნას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ, ასევე გამოიმუშავებენ ინფორმაციის გადამოწმებისა და დეზინფორმაციის ამოცნობის უნარებს.
კურსის ბოლოს სტუდენტები წარადგენენ ესსეებს, ხოლო ორი საუკეთესო სტუდენტი გაივლის სტაჟირებას “სამართლიანი არჩევნების” სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდში.