26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო ეწვია.
იტალიის ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა, კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ენრიკო ვალვო შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორ ირენა მელუას და კავკასიის უნივერსიტეტის იტალიური ენის პროფესორ ნიკოლოზ შამუგიას.
შეხვედრაზე მათ სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს იტალიურ უნივერსიტეტბთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.