ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში - ,,უდროო ფიქრები ხელოვნებასა და პოლიტიკაზე’’

21 ოქტომბერი 2024
 
 

18 ოქტომბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის "საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის" მოწვევით, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გამართა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა პიტერ შმელციმ.

 

პიტერ ჯ. შმელცი  არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კომპარატიული ფილოსოფიისა და ლიტერატურის დეპარტამენტის  პროფესორი. იგი საბჭოთა  მუსიკისა და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მკვლევარია.

 

მისი ნაშრომები დაჯილდოებულია ამერიკის კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოების (ASCAP) დიმს ტეილორ/ვირჯილ თომპსონის და ოტო კინკლდის პრემიებით; მას მიღებული აქვს ამერიკის ჰუმანიტარული მეცნიერებების ნაციონალური ფონდის, ბერლინის ამერიკული აკადემიის, ჯონ საიმონ გუგენჰაიმის მემორიალური ფონდის და ფულბრაიტის პროგრამის კვლევითი სტიპენდიები.

 

ამჟამად იგი ფულბრაითის პროგრამის მხარდაჭერით კვლევას აწარმოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც საქართველოში საბჭოთა არაოფიციალურ მუსიკას იკვლევს.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.