დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ - პოლ ჰოლოვეი (General Manager, JTI Caucasus), დიანა ბურდული (Recruitment and Employer Branding Manager,JTI Caucasus), თინათინ ჯანაშვილი - (Employer Branding Specialist, JTI Caucasus).
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა ოთხი ფინალისტი - ანანო ჯანხოთელი, ქეთი მერაბიშვილი, გიგი გოგიბერიძე, ანა წულუკიძე. ორ საუკეთესო სტუდენტს კომპანიამ დაუფინანსა ერთი სემესტრის ღირებულება :
- I ადგილი - ანა წულუკიძე - 100% დაფინანსება
- II ადგილი - გიგი გოგიბერიძე - 50% დაფინანსება
შეგახსენებთ, რომ JTI(Japan Tobacco International) კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის III და IV კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიის მოგების შესანიშნავ შესაძლებლობას. სამართლიანი, სრულიად გამჭვირვალე შეფასების პროცესის შედეგად კომპანია გამოავლენს ორ საუკეთესო სტუდენტს და ერთი სემესტრის ღირებულებას დაუფინანსებს (პირველ ადგილზე გასული სტუდენტი - სემესტრის ღირებულების 100%-იან, ხოლო მეორე ადგილზე გასული სტუდენტი სემესტრის ღირებულების 50%-იან დაფინანსებას მიიღებს).
ეს პროგრამა გახდა რეგულარული, რომელიც ჩატარდება ყოველ სემესტრში.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კომპანიის სამომავლო გეგმები, სტიპენდიები, სტაჟირება და დასაქმების პრესქპექტივები.
{phocagallery view=category|categoryid=628|limitstart=0|limitcount=0}