20 მარტს, JTI-მ (Japan Tobacco International) კავკასიის ბიზნესის სკოლის III და IV კურსის სტუდენტებისთვის, სემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
სტიპენდიის პროექტის მე-9 ტალღის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი (2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ღირებულების 100 %) - ანა თედიაშვილი
II ადგილი (2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ღირებულების 50 %) - ელენე ჩაჩუა
JTI (Japan Tobacco International) კავკასიის ბიზნესის სკოლის III და IV კურსის სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვების შესაძლობას სთავაზობს. სამართლიანი, სრულიად გამჭვირვალე შეფასების პროცესის შედეგად, კომპანია გამოავლენს ორ საუკეთესო სტუდენტს და დაუფინანსებს ერთი სემესტრის ღირებულებას, პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს - სემესტრის ღირებულების 100%-იან, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სტუდენტს - სემესტრის ღირებულების 50%-იან დაფინანსებას.
JTI (Japan Tobacco International)-ს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას CSB-ის III და IV კურსის სტუდენტები ყოველ სემესტრში მიიღებენ.