18 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, მარნეულში, სამოქალაქო განვითარების სკოლას ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის პრეზიდენტი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო - ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის განათლების ხელშეწყობა. ახალგაზრდებმა CU-ის პრეზიდენტს გაუზიარეს პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე განიხილეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები და ალტერნატივები.
შეხვედრის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ წარმომადგენლები სტუმრებს ტრადიციული აზერბაიჯანული კერძებით გაუმასპინძლდნენ.