კახა შენგელიას IAUP-ის პრეზიდენტობის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

23 ივნისი 2020

23 ივნისს, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე, კახა შენგელიას IAUP-ის პრეზიდენტობის ვადა 1 წლით გახანგრძლივდა. სხდომა ონლაინ რეჟიმში პირველად ჩატარდა და მას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც IAUP-ის პრეზიდენტი, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, მე-4 წლით აირჩიეს. IAUP-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც 2020 წლის აპრილში, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩატარებულიყო, პანდემიის ფარგლებში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2021 წლის აპრილში ჩატარდება და მას IAUP-ის წევრები მთელი მსოფლიოდან დაესწრებიან.

 

აღნიშნული კონფერენცია საქართველოში გაიმართება და მას უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია უმასპინძლებს. კახა შენგელია უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად 2017 წელს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია.

 

ინაუგურაციის ცერემონიალი ჰოფსბურგის სასახლეში, ვენაში, ავსტრიაში გაიმართა. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ასოციაციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. IAUP-ის არსებობის 55 წლიანი ისტორიის განმავლობაში კახა შენგელია ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია