კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს ელჩთან არაბთა გაერთიანებულ საემიროში

23 თებერვალი 2023

23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ბორის (ბუბა) ლეჟავა საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს საელჩოს არაბთა გაერთიანებულ საემიროში, მათ საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს დუბაიში კამპუსის გახსნის პროექტზე. აღინიშნა, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროს ურთიერთობებისთვის, რადგან კარგად წარმოაჩენს საქართველოს განათლების სისტემის მაღალ ხარისხს და საერთაშორისო დონეზე ოპერირების მზაობას

პაატა კალანდაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა კავკასიის უნივერსიტეტის ამ მნიშვნელოვან პროექტს.