4 ივნისს კავკასიის სადოქტორო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტებმა წარმოადგინეს თემები ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით. კონფერენცია გაიმართა ორ ენაზე. მონაწილეთა ნაწილმა მოხსენება გააკეთა ქართულ ენაზე, ნაწილმა - ინგლისურ ენაზე. კონფერენციაზე პრეზენტაციით წარდგნენ შემდეგი დოქტორანტები:
- გელაშვილი ნათია, გოგოჭური ქეთევანი - “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა”
- ზურაბიშვილი მედეა - “კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციები საქართველოში”
- ჯარიაშვილი ნინო - “ეკონომიკური ზრდის მსოფლიო თეორიების როლი საქართველოს თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკაში”
- აჰმედი დარა - “Good Soldier’s Value: Investigating the Major Antecedents of Organizational Citizenship Behavior”
- ელიზაროვა ანა - “Does Government Regulation Influence Online Gambling?”
- სერებრიაკოვა ლელა - “Using Household Survey Data to Analyze the Impact of Healthcare Reforms on Health Equity”
საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
I ადგილი - ელიზაროვა ანა
II ადგილი - სერებრიაკოვა ლელა
III ადგილი - აჰმედ დარა