კავკასიის უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო სააგენტო აერთიანებს 120-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ორგანიზაცია თავის მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ასოციაციაა, რომელიც არაერთ ახალ შესაძლებლობას ქმნის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის განვითარების მიმართულებით.
კავკასიის უნივერსიტეტის სამი ძირითადი სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთი ინტერნაციონალიზაციაა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრობა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით.