კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

30 ივლისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

  • უნივერსიტეტისა და მისი სტრატეგიული ბიზნეს ერთეულების/სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმის/გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და შემდგომ ამ გეგმის უნივერსიტეტის საქმიანობაში დანერგვის და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დეპარტამენტთან ერთად უნივერსიტეტის ე.წ. “Balanced Scorecard- “ის სისტემაზე მუშაობა;
  • სამუშაო გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი საზომი ინდიკატორების დადგენა/გადახედვა;
  • დეპარტამენტთან ერთად სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემისა და მექანიზმის განახლებაზე ზრუნვა;
  • დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
  • უფლებამოსილების ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტის (კვლევითი და სტრატეგიული განვითარების დარგში) და დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლების ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის  მიმართულებით;
  • მენეჯერულ (დაბალი და საშუალო) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა იქნება შემოწმებული ტესტირების ან გასაუბრების საფუძელზე).

 

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

 

 

 

 

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება (ხელზე): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდგეგ - 1000 ლარი;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ:  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!