კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მაიკოლას რომერის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში

5 სექტემბერი 2019

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტმა ანანო ჯაოშვილმა და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ანა ბახსოლიანმა მაიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ვილნიუსი, ლიტვა) მიერ დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა.

 

სამ კვირიანი პროგრამის ძირითადი თემა გახლდათ კულტურული მემკვიდრეობა და უსაფრთხოება. სწორედ ამ თემატიკას ეძღვნებოდა საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

 

საგულისხმოა, რომ პროექტში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტის წსტუდენტებიც.

 

გასათვალისწინებელია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი მაიკოლას რომერის უნივერსიტეტთან 2013 წლიდან წარმატებულად თანამშრომლობს