კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კოჩის უნივერსიტეტში

8 ივლისი 2019

8-12 ივლისს, კოჩის უნივერსიტეტმა, თურქეთი (Koc University,Turkey)  ერაზმუს +ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, სალომე მათიაშვილს უმასპინძლა.

 

მობილობის ფარგლებში, ინდივიდუალური შეხვედრები დაიგეგმა კოჩის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეგისტრატურის დეპარტამენტისა და გლობალური რეკრუტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იყო უფრო მეტი ინფორმაცია გაეზიარებინათ ერთამენთისთვის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოქმედი პროგრამებისა და დეპარტამენტების ფუნქციონირების შესახებ. ასევე, დამატებით  შეხვედრა გაიმართა სოციალური მეცნიერებების კოლეჯის პროფესორთან და საფუძველი ჩაეყარა სამომავლო ორმხრივ თანამშრომლობას.

 

ერაზმუს+ ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის შედეგად, დაიგემა  სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავება კოჩის უნივერსიტეტთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს.