კავკასიის უნივერსიტეტისა და ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი ნაშრომი Wiley Publishing-ის ჟურნალში

10 მაისი 2019

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ერეკლე პირველისა და ბრემენის უნივერსიტეტის სრული პროფესორის იოჰენ ციმერმანის ერთობლივი ნაშრომი Wiley Publishing-ის სამეცნიერო ჟურნალში - Journal of Corporate Accounting and Finance - დაიბეჭდა.

 

ჟურნალი ABDC სისტემის რეიტინგშია და ინდექსირებულია Web of Science (Clarivate Analytics)-ის, EBSCO Publishing-ისა და სხვა არხების მიერ.

 

კვლევა ეხება და სწავლობს კავშირს ქვეყნის სიმდიდრესა და ფინანსური ინფორმაციის ხარისხს შორის. პროექტი 4 წლის განმავლობაში 3 სხვადასხვა ინსტიტუციაში წარიმართებოდა: კავკასიის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში. ის სხვადასხვა დროს დაფინანსდა 3 სამეცნიერო გრანტის ფარგლებში: შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი, Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის გრანტი და რუსთაველისა და DAAD-ს ერთობლივი კვლევითი გრანტი.

 

ერეკლე პირველმა და იოჰენ ციმერმანმა, 40 ქვეყნის კაპიტალის ბაზარზე დაკვირვებით 1992-2016 წლებში, მიაკვლიეს, რომ მდიდარ ქვეყნებს, ღარიბებთან შედარებით, ახასიათებთ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მმართველობითი, მაგრამ არა ფინანსური ინფორმაცია. მიგნება სიახლეა დარგისთვის და იწვევს ინვესტორთა და პოლიტიკის შემმუშავებელთა ინტერესს.

 

სტატია იხილეთ: აქ