5 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.
საორიენტაციო სესიები ეტაპობრივად განხორციელდება და მიმდინარე თვის ბოლომდე გასტანს.
2025 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტს ინგლისურენოვან პროგრამებზე 20-ზე მეტი ქვეყნიდან შემოუერთდა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტები.
ტრადიციულად, საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობას. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ღონისძიება კამპუს ტურით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოინახულეს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები.
საორიენტაციო სესიები ეტაპობრივად გაგრძელდება და მიზნად ისახავს, სტუდენტებს შეუწყოს ხელი უნივერსიტეტში აკადემიურ და სოციალურ ინტეგრაციაში.