ხარისხის მაძიებელი სტუდენტების ოფიციალური მიღება კავკასიის უნივერსიტეტში

22 ნოემბერი 2021

22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის საერთაშორისო სტუდენტებს ინდოეთიდან უმასპინძლა.

 

საერთაშორისო სტუდენტებს სიტყვით მიმართა კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა, გიორგი მახარაშვილმა. აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ. 

 

საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე სტუდენტურ ცხოვრებასა და იმ აქტივობებზე, რაც კავკასიის უნივერსიტეტში იმართება საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციისა და ინტერკულტურული გარემოს ჩამოყალიბებისთვის. 

 

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ქართველი სტუდენტების მიღება 2020 წლის აკადემიური წლიდან დაიწყო, ხოლო 2021 წელს კავკასიის მედიცინისა და მენეჯმენტის სკოლამ პირველ უცხოელ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც დღეს პირველად ეწვივნენ უნივერსიტეტის კამპუსს. 

 

შეხვედრის მიწურულს, სტუდენტებმა კამპუსი დაათვალიერეს და ყველა ის პრაქტიკული სამედიცინო აუდიტორია/ლაბი მოინახულეს, სადაც ლექციების უმრავლესობა ტარდება. 

 

ინტერნაციონალიზაციის პროცესის წარმატებით უზრუნველსაყოფად, კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებს ხარისხის მაძიებელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, აგრეთვე უზრუნველყოფს არაერთ სერვისს მათი სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის.