ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი ური გორენი კავკასიის უნივერსიტეტში

29 ივნისი 2019

28-29 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტს და მკვლევარს ისრაელიდან, ური გორენს უმასპინძლა.

 

შეხვედრების პირველ დღეს ური გორენმა სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარა ლექცია: "Natural Language Processing on Legal Texts“ სადაც მან იურიდიული დოკუმენტების ავტომატური დამუშავებისას წარმოქმნილი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. 29 ივნისს კი, ჩაატარდა შეხვედრა: "Workshop on Deep Learning for NLP“ სადაც ური გორენმა ყურადღება გაამახვილა დასწავლის მეთოდებზე ბუნებრივი ენების დამუშავებაში.

 

სპიკერი ისრაელის უმსხვილეს სამეცნიერო საზოგადოებას, PyData Tel-Aviv-ს ხელმძღვანელობს და სხვადასხვა ორგანიზაციაში მონაცემთა მეცნიერებასა და ბუნებრივი ენების დამუშავებას ასწავლის.

 

ური გორენი მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობდა, მათ შორის: Microsoft, Yahoo და AT&T.

  

ღონისძიება ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის, ქართულ-ებრაული კომპანია “Olmait-ის” და Data Science Tbilisi-ს ორგანიზებით.