18 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა|კავკასიის უნივერსიტეტმა WSET Level 2-ის კურსის გამოცდა ჩაატარა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელს მიენიჭება საერთაშორისო ღვინის კვალიფიკაცია WSET level 2 და გაიცემა სერტიფიკატი.
კურსს უძღვებოდა ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა|კავკასიის უნივერსიტეტის WSET -ის კურსის სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი - გიორგი დარციმელია.
WSET-ის სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა, რომელიც შექმნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე - პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმაონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.