ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის პრეზენტაცია CU კამპუსში

10 ნოემბერი 2021

9 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის -  „სომელიე და ღვინის ბიზნესი“  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, შალვა ხეცურიანმა პროგრამის პრეზენტაცია ჩაატარა, კურსის შინაარსი განიხილა და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

 

ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტი - კავკასიის უნივერსიტეტის და „მარანი ხეცურიანის“ ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც,  მიმდინარეობს მიღება სასერტიფიკატო პროგრამაზე - "სომელიე და ღვინის ბიზნესი."

 

ღვინის ინდუსტრიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების - „ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლის“ და „კავკასიის უნივერსიტეტის“ გაერთიანება კიდევ უფრო განავითარებს ღვინის განათლების ხარისხს საქართველოში და მსმენელებს ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მიმდინარე წლიდან.

 

კურსზე სწავლა შეუძლია როგორც სომელიეს პროფესიის დაუფლებისა და ღვინის ბიზნესის დაწყების მსურველს, ასევე ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებსა და ენთუზიასტებს.