ხუდადოვის ტყის დასუფთავების აქცია

10 ივნისი 2019

10 ივნისს, ხუდადოვის ტყის დასუფთავების აქციას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და სტუდენტები შეუერთდნენ. აქცია ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.

 

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს, წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა კი სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. ტყის მასივში ჩუღურეთის გამგეობის მიერ ასევე, სანიტარიული ჭრა განხორციელდა.

 

ღონისძიებაში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, უნივერსიტეტის სტუდენტები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.