მწუხარების წერილი - პროფესორი თამაზ გოგოლაძე

1 აგვისტო 2025

მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი თამაზ გოგოლაძე. 

 

ბატონი თამაზი კავკასიის უნივერსიტეტთან 2020 წლიდან თანამშრომლობდა. იგი იყო ისტორიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი, სადაც ასწავლიდა წყაროთმცოდნეობისა და დამწერლობათმცოდნეობის სასწავლო კურსებს. ბატონი თამაზი კავკასიის უნივერსიტეტის სახელით გამოსცემდა სტატიებს და ახორციელებდა კვლევით პროექტებს. იგი დამსახურებულად სარგებლობდა კოლეგების პატივისცემით და სტუდენტების სიყვარულით. მისი ტრაგიკული და უდროო წასვლა ამ ქვეყნიდან დიდი დანაკლისია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, არამედ, ასევე, მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.