9 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ლევან ჯობავამ საჯარო ლექცია გამართა. ის სტუდენტებს რაგბის ისტორიაზე, მთავარ პრინციპებზე, ოვალურ ღირებულებებზე, გულშემატკივრის ქცევის დაუწერელ კანონზე და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე ესაუბრა.
ლევან ჯობავა პროექტის „რაგბი აქაურობას“ ავტორია, რომლის მიზანი რეგიონებში რაგბის პოპულარიზაციაა. პროექტი უკვე 4 წელია ხორციელდება.
შეხვედრის შემდეგ სტუმარმა სტუდენტებთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც გაგრძელდა ლექცია და სახალისო თამაშები სარაგბო ელემენტებით.