აბიტურიენტებისთვის კონკურსი - ლოგიკური თამაშების ლიგა - ჩატარდა

26 თებერვალი 2022

25 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტებისთვის კონკურსი - ლოგიკური თამაშების ლიგა - ჩატარდა.

 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის კერძო და საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა.

 

მონაწილეებს 2 საათი და 30 წუთი ჰქონდათ 15 ლოგიკური ამოცანის ამოსახსნელად.

კონკურსის პირველადი შედეგები 1 მარტს კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ  2 და 3 მარტს გაასაჩივრონ შედეგები, რომელსაც სპეციალურად შერჩეული ჟიური ახლიდან განიხილავს. საბოლოო შედეგები კი 4 მარტს განთავსდება.

 

12 მარტს, გამარჯვებული გუნდებისთვის გაიმართება საზეიმო დაჯილდოება, სადაც კავკასიის უნივერსიტეტი გამარჯვებულ გუნდებს საპრიზო ვაუჩერებს გადასცემს.

 

საპრიზო ადგილები:

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი, მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/4-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2022-2023 აკადემიურ წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

  • 1 მარტს გამოქვეყნდა კონკურსის  პირველადი შედეგები
  • 2-3 მარტი- შესაძლებლობა გექნებათ გაასაჩივროთ კონკურსის შედეგები ბმულზე
  •  4 მარტს გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები
  • 12 მარტს კი დაჯილდოვდება კონკურსის მონაწილე გამარჯვებული სამი გუნდი.
 
    იხილეთ სწორი პასუხები
 
    იხილეთ კონკურსის საბოლოო შედეგები