4 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წინაშე.
კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის პროგრამების პროფესორებისაგან - ეკა აკობია, გიორგი ცხადაია, შორენა კახიძე და ემირ ეთერია და აფილირებული ასოცირებული პროფესორებით - ნანა ფირცხელანი და გიორგი მუჩაიძე.
დაცვაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი ნაშრომები:
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა:
- არეშიშვილი მარიამ - ,,21-ე საუკუნის ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო და ენერგოდიპლომატიის ახალი ერა საქართველოში“. ხელმძღვანელი: ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
- მაისურაძე ვაკო - ,,ჰორიზონტალური ფრაგმენტაცია და ევროკავშირის თავდაცვის ინტეგრაციის ლიმიტები: ანალიზი უკრაინის ომის კონტექსტში“ ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, პროფესორი;
- მახვილაძე თინათინ - ,,აშშ-ის სანქციების ეფექტურობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ახლო აღმოსავლეთში, სირიისა და ირანის მაგალითზე (2003-2023 წწ.)“. ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, პროფესორი;
- სამადაშვილი ანი - ,,რუსეთ-უკრაინის 2022 წლის მოლაპარაკებები: არშემდგარი შეთანხმება და მისი მიზეზები“. ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, პროფესორი;
- სომხიშვილი თამუნა - ,,კონფლიქტის დასარეგულირებლად ძირითადი რეგიონული ორგანიზაციის არჩევის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საერთაშორისო მედიაციის მაგალითზე 2014 წლის ყირიმის ანექსიიდან 2022 წლამდე პერიოდში“. ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასცირებული პროფესორი;
- ქუჩუკაშვილი ლაშა - ,,რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები 1990-2022 წლებში: პოლიტიკური კომპრომისები და გარდამავალი ენერგეტიკული რეალობა“. ხელმძღვანელი: ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
- ხაბეიშვილი სალომე - ,,ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში 2022 წლიდან 2024 წლამდე“ ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასცირებული პროფესორი.
სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა:
- ჯაფარიძე გიორგი - ,,შიდა აუდიტის ფუნქციებისა და ეფექტურობის შეფასება - გამოწვევები და შესაძლებლობები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე“ ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, პროფესორი;
- ვეკუა გიორგი - ,,საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში: საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება“ ხელმძღვანელი: ნინო დოლიძე, მოწვეული ლექტორი.