მაკედონიის უნივერსიტეტის ამერიკული კოლეჯის სამართლის სკოლის დეკანის, არტურ ანდონოვის ვიზიტი CU კამპუსში

20 დეკემბერი 2021

20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, მაკედონიის უნივერსიტეტის ამერიკული კოლეჯის სამართლის სკოლის დეკანს, არტურ ანდონოვს უმასპინძლა.

 

პროფესორის ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სამართლისა და ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან,  სოფო შენგელიასთან  და ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური პერსონალის გაცვლის საკითხებზე.

 

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობები.

 

"American College of Skopje" მაკედონიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც 2005 წლიდან ფუნქცინირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებ აერთიანებს 6 ფაკულტეტს. მას მოპოვებული აქვს ACBSP აკრედიტაცია, ასევე ერთადერთი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფლობს სადოქტორო პროგრამის სწავლების უფლებას.