ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება.
პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, 8 აპრილს, CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარიამ მანჯგალაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - ენა, როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი საფუძველი.
მომდევნო საჯარო ლექცია 12 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი ჩაატარებს.