მედია განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილება

9 დეკემბერი 2018

2-9 დეკემბერს, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მედია განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რიგით მესამე შეხვედრას, რომელიც სომხეთში, ერევანში ჩატარდა, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტები, ანა მჭედლიშვილი და ნინო გაბისონია დაესწრნენ.  

 

მონაწილეები, წინა ორი შეხვედრის მსგავსად, გადანაწილდნენ დებატების, აუდიო-ვიზუალურ და ფოტო/ბლოგის ჯგუფებში. დებატების წარმომადგენლებმა განიხილეს პოლიტიკური საკითხები, პრობლემები მათ რეგიონებში და, ასევე, მედია თავისუფლების საკითხი ერევანში, რომელზეც აუდიო-ვიზუალურმა ჯგუფმა გადაიღო ვიდეო და ჩაატარა ქუჩის გამოკითხვა. ფოტო/ბლოგის წევრებმა კი, შექმნეს ფოტო მასალა, რომელშიც ასახულია ორივე ჯგუფის სამუშაო პროცესი. გარდა ამისა, მათ ბლოგისთვის სტატიები დაწერეს.