მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაცია“ COST ECO4ALL მმართველი კომიტეტის შეხვედრა პორტოში

27 ივნისი 2024

 

11-12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე მონაწილეობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაცია“ COST ECO4ALL მმართველი კომიტეტის წევრთა შეხვედრაში MC2 პორტოში.

 

შეხვედრის ფარგლებში მმართველი კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო მიზნების, დღეს არსებული ქსელის გაძლიერების შესახებ. გურანდა ჭელიძე ამავდროულად ჩართული იყო მეოთხე სამუშაო ჯგუფის WG4 მუშაობაში. განხილულ იქნა საკომუნიკაციო სტრატეგიების -  სამეცნიერო კომუნიკაციისა და პროექტის შედეგების გავრცელების საკითხები.