შეხვედრა ტექ-სტარტაპების დამფუძნებელთან – გაბრიელ მელივასთან

7 მაისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, „შეხვდი სტარტაპერს“ სერიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ტექ-სტარტაპების დამფუძნებელთან – გაბრიელ მელივასთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გაბრიელის ანტრეპრენერული გზის, მის მიერ დაფუძნებული სტარტაპების განვითარების ისტორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ პრაქტიკულ გაკვეთილებსა და გამოცდილებაზე, რომელიც სხვადასხვა სტარტაპის შექმნისა და წარმატებული Exit-ის გზაზე დააგროვა.

 

გაბრიელ მელივა არის კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და რამდენიმე წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპის თანადამფუძნებელი, მათ შორის:

 

  • Printomato.com
  • Kvalifika
  • Cactus Verify
  • invoice.ge
  • Giffer

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები ანტრეპრენერული კარიერის დაწყებისთვის, მოესმინათ სტარტაპის შექმნის რეალური სირთულეები და სტარტაპის დამფუძნებლის პირადი გამოცდილება ტექნოლოგიური იდეის ბიზნესად ქცევის პროცესზე.