შეხვედრა CU-ის სტუდენტურ კლუბებთან

24 თებერვალი 2026

სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახური შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების ხელმძღვანელებს.

 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და ისაუბრეს კლუბების სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში სტუდენტებს ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესების საფუძველზე ჩამოაყალიბონ სტუდენტური კლუბები, რაც აძლევთ მათ საშუალებას, უფრო აქტიურად ჩაერთონ უნივერსიტეტის ცხოვრებაში, გამოავლინონ საკუთარი ინიციატივა და მიიღონ ახალი გამოცდილება.