კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართა შეხვედრა პერსონალურ მწვრთნელ დავით ხიზანიშვილთან.
შეხვედრის თემა იყო „სტრესი თანამედროვე სამყაროში“, სადაც განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ხერხემლის ჯანმრთელობა, სწორი ვარჯიში და კვება.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.