შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) - ის წარმომადგენლებთან

30 სექტემბერი 2024

28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) - ის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ასოციაციის ფუნქციონირებისა და მიზნების შესახებ. ამასთან იმ შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ, რომლებსაც ასოციაცია თავის წევრებს აძლევს.

 

 შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.