CU-ის სტუდენტების შეხვედრა გაეროს ახალგაზრდობის ელჩთან

28 ივნისი 2023

26 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ცენტრში გაიმართა შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელ და CU-ის კურსდამთავრებულ დავით ესართიასთან.

 

დავითმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრა გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის, უფლებამოსილებისა და მოვალეობის, სამშვიდობო პოლიტიკისა და საერთაშორისო პროგრამების შესახებ.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.