4 და 19 ნოემბერს ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) ორი შეხვედრა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი, ამავე სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ხვლეური, კავკასიის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დიანა მჭედლიშვილი, EU-PPS კათედრის გუნდის წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ქარდავა, „ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (EIGER) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები პროფ. მაია გონაშვილი, ონლაინ დაესწრნენ შეხვედრას პროგრამის თანახელმძღვანელი პროფ. გია ჟორჟოლიანი, პროგრამის პროფესორი მარინა მუსხელიშვილი.
4 ნოემბერს, კათედრის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ, ჟან მონეს კათედრის პირველი საიმპლემენტაციო შეხვედრის ფარგლებში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციას მოახსენა პროექტის ფარგლებში სილაბუსების მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შესახებ და ადმინისტრაციას განსახილველად გადასცა სასწავლო კურსების სილაბუსები:
ევროპის თანამედროვე ისტორია - XIX ს. 70-იანი წლებიდან დღემდე (პროფ. გ.ჭელიძე)
ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით (პროფ. გ.ჭელიძე)
ევროკავშირის გაფართოება, სამეზობლო და პარტნიორობის პოლიტიკა (პროფ. გ.ჭელიძე)
ევროკავშირის სამართალი (პროფ. ე. ქარდავა)
ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (პროფ. ე. ქარდავა)
19 ნოემბერს მოეწყო სილაბუსების განხილვა და შეფასება.