28 ოქტომბერს, CU კამპუსს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი CSMDI”-ის წევრები ესტუმრნენ.
ახალგაზრდებს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა. მონაწილეებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის დასასრულს ტრადიციულად დაათვალიერეს კამპუსი, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.
პროექტი „არაფორმალური განათლების მულტიმედიური სასწავლო ცენტრი“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.
ამ პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები მოსწავლეები გადიან სასერტიფიკატო კურსებს, მათ შორის გახლდათ „პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კურსი“.გარდა თეორიული სწავლებისა, კურსი ითვალისწინებს პრაქტიკულ ტურებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში და შეხვედრებს თავისი საქმის პროფესიონალ ადამიანებთან.