ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს შორის

6 აპრილი 2021

6 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტსა და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს - ალტერბრიჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია უმაღლესი, პროფესიული და უწყვეტი განათლების განვითარებაში ერთობლივი წვლილის შეტანა და მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური კადრებით შრომის ბაზრის უზრუნველყოფა განათლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

შეთანხმება ითვალისწინებს, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელებაში სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობას.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ნათია გოცაძემ.