13 ოქტომბერს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და სრულყოფას ერთობლივი ძალებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.