25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქმიანი ვიზიტით სკოლა სადუნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა.
ვიზიტის მთავარი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის სამომავლო ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და სხვა მიმართულებებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სკოლა სადუნის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცინცაძემ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: შორენა მერაბიშვილი სკოლის დირექტორი და მაკა რაზმაძე დირექტორის მოადგილე.
ტრადიციულად შეხვედრა კამპუს ტურით დასრულდა.