ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან

21 მარტი 2023

21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.

 

განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში უმაღლესი სასწავლო საგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლობით მომავალ თაობათა კულტურული აღზრდას, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას, ქართული ეროვნული მუსიკალური კულტურისა და მემკვიდრეობის შესწავლას, დაცვას, პოპულარიზებას მსოფლიო კონტექსტში.