ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქეჯის ბიზნესის სკოლასთან

1 აგვისტო 2021

 

1-ელ აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტმა ქეჯის ბიზნესის სკოლასთან (KEDGE Business School) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.


ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ქეჯის ბიზნესის სკოლის გენერალურმა მდივანმა, ალექსანდრე ნავაიმ.

 

ურთიერთთანამშრომლობის მიზანია კავკასიის ბიზნესის სკოლის  გაცვლითი პროგრამების განხორციელება ბაკალავრის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე, ერთობლივი პროექტებისა და მოკლევადიანი პროგრამების დაგეგმვა.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის პრეზდიენტი, სიუ ჰენდერსონი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის(ბუბა) ლეჟავა, ბიზნესის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა.

 

ქეჯის ბიზნესის სკოლა ერთ-ერთი  დიდი  და მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა საფრანგეთში, ამას ცხადყოფს შანხაის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგის 2021 წლის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც იგი საფრანგეთში მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით არსებული კვლევებით.

 

ქეჯის ბიზნესის სკოლის მთავარი კამპუსი ბორდოში მდებარეობს, გარდა ამისა, მსურველებს სთავაზობს 36 საგანმანათლებლო პროგრამას, სამ სხვადასხვა ქალაქში მარსელში, პარიზსა და ტულონში.

 

მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის, მოლაპარაკებები დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად, ქეჯის ღვინის სკოლის კამპუსის გახსნაზე, რომელიც გლობალური ღვინის სექტორის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, ბორდოში მდებარეობს.