ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

18 ივნისი 2022

17 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ითვალისწინებს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა მიმართულებით.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ერთობლივ სასწავლო კვლევით თანამშრომლობას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების, მოკლევადიან აკადემიურ პროგრამების, აკადემიურ შეხვედრების ორგანიზებას, მონაწილეობას და სხვა საგანმანათლებლო სახის აქტივობებს.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დამფუძნებელმა წენგჭუნგ ქუანგმა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა.