ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მობინექსსა კავკასიის უნივერსიტეტს შორის

12 მაისი 2026

11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და შპს „მობინექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას სტაჟირების, პრაქტიკული სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების გზით.
 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და „ინექსფონის“ კომერციულმა დირექტორმა მარიამ კაკაბაძემ.
 
ამასთანავე, შპს „მობინექსი“, როგორც ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში საერთაშორისო ინტერნეტმომსახურებას სპეციალური პირობებით სთავაზობს.