ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და ლიბერთი ბანკს შორის

29 მარტი 2021

კავკასიის უნივერსიტეტსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის ფრაგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიბერთი ბანკში დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.

 

ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოს დასაქმების ბაზარზე. თანამშრომლობა ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის ხელის შეწყობას პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში.

 

წლების განმავლობაში, ლიბერთი ბანკს და კავკასიის უნივერსიტეტს უამრავი სასარგებლო პროექტი განუხორციელებიათ, რის ფარგლებშიც ბევრმა სტუდენტმა გადადგა პირველი ნაბიჯები კარიერული განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში კი, კიდევ უფრო მეტად შესეძლებელია ერთი მხრივ ლიბერთი ბანკისთვის ტალანტების მოზიდვა, მეორე მხრივ კი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება.