ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დეკა დეველოპმენტთან

21 თებერვალი 2025

კავკასიის უნივერსიტეტს და დეკა დეველოპმენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და დეკა დეველოპმენტის კომერციული დირექტორის მინდობილმა პირმა თამარ მეგრელიშვილმა.

 

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალური კონკურსი ჩატარდა, რომლის გამარჯვებულ გუნდებსაც დეკა დეველოპმენტი დააჯილდოებს.

 

აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.