8 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს წამყვან კომპანიებთან.
ესენია: “ალგორითმი”, “Alta”, “IBERIA BUSINESS GROUP”, “ITDC", “Music Box”, “ომედია”, “ორიენტლოჯიკი”, “ორინჯგრაფიკი”, “პიქსელი”, “პრივატბანკი”, “პროგრეს ბანკი”, “Propaganda”, “პროსერვისი”, “სოფთლაინი”.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ისეთ ერთობლივ საქმიანობას, როგორიცაა: აკადემიური უმაღლესი განათლების-ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პროფესიული მომზადებისთვის და განვითარებისთვის ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ კომპანიებთან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თანამშრომლობა ითვალისწინებს ახალგაზრდა სპეციალისტების სათანადო პრაქტიკულ მომზადებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობის ზრდას.
ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოები
იხილეთ გაზეთ "24 საათის" სტატია