15-18 ნოემბერს და 5-8 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრმა კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, დაბა კრწანისში, სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხდღიანი ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის ფარგლებშიც სამხედრო სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ.
აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკადის მონაწილეებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის.
აქტივობების მიზანს უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება წარმოადგენდა.
კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის.