20 დეკემბერს, სამხრეთ კორეაში, სეულში „მის მსოფლიო უნივერსიტეტის“ გამარჯვებული გამოვლინდა. დაჯილდოებაზე ტიტული კოსტა-რიკელმა სტუდენტმა, მოია ადრიანამ მიიღო.
კონკურსის „მის მსოფლიო უნივერსიტეტი 2018“ ჟიურის თავმჯდომარე კავკასიის უნივერსიტეტისა და IAUP-ის პრეზიდენტი კახა შენგელია იყო. ჟიურის შემადგენლობაში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ხატია გოგლიძე. მათ მსოფლიოს ულამაზესი სტუდენტი გამოავლინეს.
2017 წელს, მის მსოფლიო უნივერსიტეტის ტიტული კუბელ სტუდენტს, მორას ბაე კლაუდიას გადაეცა.
„მის მსოფლიო უნივერსიტეტი“ არის საერთაშორისო კონკურსი, სადაც შეირჩევა მის მსოფლიო უნივერსიტეტის მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი, კონკურსში ყოველწლიურად 70 სტუდენტი მონაწილეობს.
კონკურსი 1986 წლის გაეროს რეზოლუციის შესაბამისად შეიქმნა, მშვიდობის საერთაშორისო წელიწადთან დაკავშირებით, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით. მის მსოფლიო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინა აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარეობს.
წელს „მის მსოფლიო უნივერსიტეტი“ 29-ედ გაიმართა.