მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმი

16 ნოემბერი 2019

14 ნოემბერს, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში” მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა და სატყეო სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე დაფუძნებული ბიზნესგეგმები წარმოადგინეს.

 

ფორუმში მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლიკა ბაღიშვილმა მიიღო, რომლის ბიზნესგეგმაც, კომპეტენტური სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ოთხ ყველაზე პერსპექტიულ კონცეფციას შორის მოხვდა.

 

ლიკა ბაღიშვილისა(კავკასიის უნივერსიტეტი) და მეგი წურწუმიას (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ბიზნესგეგმა თემას, "ტყის გაყინული მცენარეების ჩაი" ეხება, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება საპილოტე პროექტების მომზადებისა და განხორციელების მიზნით. ფორუმი CENN-ის ორგანიზებითა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.