4 ივლისს, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კენჭისყრა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ NIBES-ის კონფერენციას 2021 წელს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
შეხვედრაზე ასევე ახალი გენერალური მდივნის არჩევნები გაიმართა. აღნიშნული პოზიცია დაიკავა და 4 წლის განმავლობაში ქსელს უხელმძღვანელებს თომას ქლიფი, ფორცაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი.
კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წლიდან NIBES-ის გლობალური ქსელის წევრია. ორგანიზაცია აერთიანებს 19 ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლებს და ხელს უწყობს თანამშრომლობას სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევების, სტაჟირებების და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებით.
NIBES-ის ყოველწლიური კონფერენცია 3-5 ივლისს იმართება.